1778418981
ფრინველებს ქალების უფრო ეშინიათ, ვიდრე მამაკაცების - კვლევა
ახალი კვლევის მიხედვით, ფრინველებს ქალების უფრო ეშინიათ, ვიდრე მამაკაცების.
ევროპის 5 ქვეყანაში ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა მეცნიერები გააოცა. აღმოჩნდა, რომ ქალაქის ფრინველები ბევრად უფრო ფრთხილები არიან ქალებთან, ვიდრე კაცებთან.
მკვლევრებმა დაკვირვება37 სახეობის ფრინველზე (შაშვები, ბეღურები, ყვავები და სხვა) ჩაატარეს .
აღმოჩნდა, რომ ფრინველები კაცებს საშუალოდ ერთი მეტრით უფრო ახლოს უშვებდნენ, ვიდრე ქალებს.
სახეობას მნიშვნელობა არ ჰქონდა - კაცების მიმართ მეტი „ნდობა“ ყველამ გამოავლინა.
როგორ ახერხებენ ამას? მეცნიერებისთვის ეს ჯერ კიდევ გამოცანაა. ექსპერიმენტის მონაწილეები მაქსიმალურად ერთნაირად იყვნენ ჩაცმულები და ერთნაირი ტემპით მოძრაობდნენ, თუმცა ჩიტები მცირე განსხვავებასაც კი ამჩნევდნენ.
„გამოვავლინეთ ფენომენი, მაგრამ ნამდვილად არ ვიცით, რატომ ხდება ასე“, - ამბობენ მკვლევრები.











