ცვლილება ძალაში 1-ელი ოქტომბრიდან შევა! - სიახლე მათთვის ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს
1758138613
თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ბრალდებულ ექვს პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს დაუსწრებლად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა.
სახელმწიფო ბრალდება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა. პროკურორის განცხადებით, ბრალდებულების მხრიდან არსებობს მიმალვის, დანაშაულის ხელახლა ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეები.
აღნიშნულს არ ეთანხმება დაცვის მხარე. ადვოკატების განცხადებით, ბრალდებულებს მოწმეებზე ზემოქმედება და მიმალვა ოთხი წლის განმავლობაში არ უცდიათ, აქედან გამომდინარე, უმკაცრესი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი არ არსებობდა.
ცნობისთვის, გამოძიება დაკავებულებს ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტს ედავება. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წინასასამართლო სხდომა 31 ოქტომბერს, 12 საათზე გაგრძელდება.