ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებულებს სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

სასამართლო

„მისტერ ოფშორის“ ტრანსნაციონალური დანაშაულის საქმეში, პირდაპირი მტკიცებულება - მოტყუებული ევროპელი პენსიონერების ფული დავით კეზერაშვილის და მისი ნათესავების საბანკო ანგარიშებზეა.

ტრანსნაციონალური დანაშაულის გამოძიების ფარგლებში დაკავებულებს სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო პროცესზე ოთხი პირი გამოცხადდა, სამს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. მათ შორისაა ერთ-ერთი ბრალდებული თემურ ჯანაშვილი, რომელმაც 1 მილიონი დოლარის ოდენობით ჩარიცხვები განახორციელა საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის, მისი დისა და დისშვილის პირად საბანკო ანგარიშებზე.

ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე წარდგენილი ბრალი 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს პროკურატურამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცველებთან თანამშრომლობით, საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, რომელშიც ასევე ჩართული არიან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა.