20 წლის ბიჭის გარდაცვალების სკანდალური საქმე: რა წერია ნარკოლოგის ჩვენებაში, რომელიც საქმის მასალებში დევს - ექთანი ბრალს არ აღიარებს

ვახტანგ ჩარკვიანი

ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის უფროსი ექთნის საქმის არსებითი განხილვა იწყება დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. საუბარია თეა ბეგიაშვილზე, რომელსაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებაში ადანაშაულებენ.

დღევანდელ სხდომას ბრალდებულიც დაესწრება. ის დანაშაულს არ აღიარებს.

საქმე ეხება დაახლოებით 2 წლის წინ კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილ 20 წლის ფეხბურთელს, ვახტანგ ჩარკვიანს. მისი ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ ახალგაზარდის სიკვდილი ნარკოტიკის ზედმეტმა დოზამ გამოიწვია, რის გამოც მოგვიანებით კლინიკაში პაციენტის ისტორია გაყალბდა.

"კურიერმა" ნარკოლოგის ჩვენება მოიპოვა, სადაც პროფესორი ამბობს, რომ ფენტალინის ზედოზირებას პაციენტის ბიოლოგიური სიკვდილის გამოწვევა შეეძლო.

მაღალი დოზებით და ერთმანეთთან თანხვედრაში დაუშვებელი მედიკამენტების გამოყენების გარდა, ვახტანგ ჩარკვიანის სამედიცინო ისტორიაში ადვოკატებმა სხვა დარღვევებიც აღმოაჩინეს. მათ შორის გაყალბებული ხელმოწერა, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს უფროს მედდას ეკუთვნის.