ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრში" დედისა და ქალთა დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა

ყაზბეგი

ა(ა)იპ "ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრში" დედისა და ქალთა დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიება მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული მუსიკალურ ნაწილში, თემატური ნომრები წარმოადგინეს ბავშვთა საესტრადო ანსამბლმა "მელომანებმა", ბავშვთა ფოლკლორულმა ანსამბლმა "კარიბჭემ" , ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა "მთის შვილებმა" ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბლმა "ერობამ" და საქართველოს ფოლკლორის ცენტრთან არსებულმა ყაზბეგის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა.

გაიმართა გამოფენა, რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილი იყო ცენტრთან არსებული თექის, ხელსაქმის, მინანქრისა და “სტეფანწმინდის წმ. ილია მართლის სახელობის გიმნაზიისა” და ა(ა)იპ “ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრის” ერთობლივი ხატვის წრეების მოსწავლეების ნამუშევრები.
  ა(ა)იპ “ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრი” საუკეთესო სურვილებით გილოცავთ გაზაფხულის დღესასწაულებს!