ეროვნული ბანკი სესხებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
1780065080
27 მაისს, ა(ა)იპ "ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრთან" არსებულმა, ქალთა ფოლკლორულმა ანსამბლმა "დიდებაი", გოგონათა ფოლკლორულმა ანსამბლმა "კალთა", ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბლმა "ერობა" და ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა "მთის შვილებმა", მონაწილეობა მიიღეს ქ. დუშეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ რეგიონულ ღონიძიებაში.
აღნიშნული ღონისძიება, წელს მეორედ ჩატარდა, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, მცხეთა-მთიანეთის დელეგატისა და მუნიციპალიტეტების მერების ინიციატივით და ყოველწლიური სახე მიიღო.
შემოქმედებით საღამოს ესწრებოდნენ, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე ზაგაშვილი და მხარის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე.
აღნიშნულ ღონისძიებაში, ასევე მონაწილეობდნენ დუშეთის, მცხეთის, თიანეთისა და ახალგორის სიმღერისა და ცეკვის კოლექტივები.