„მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ!“ - 112 ინფორმაციას ავრცელებს
1783372170
სტიქიამ გურჯაანი დააზარალა. ძლიერი წვიმა და ქარი მუნიციპალიტეტში დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, დასეტყვილია სოფელი ახაშენი და მასთან ახლოს მდებარე სოფლები. ქალაქ გურჯაანში დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.
ადიდებული გურჯაანის ხევი, ქალაქის ქუჩებში მიედინება. მდინარემ წაიღო ავტომობილები.
სოციალურ ქსელში ადგილობრივები ავრცელებენ შოკის მომგვრელ კადრებს სტიქიის ზონიდან.
ნახეთ, ვიდეო: