რას წერს სანდრო მიკუჩაძე თამუნა მუსერიძესთან დაშორების შემდეგ
1778356774
ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კუბლაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემა, იზოლდა ნემსაძემ, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მეორე მსოფლიო ომის გმირის, გრიგოლ გაბრიაძის ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს ომში დაღუპულთა ხსოვნას.
დღესვე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, ელენა გველესიანს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს, რომელსაც მუნიციპალიტეტისგან ფულადი საჩუქრი გადაეცა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 მაისი, ასევე მიულოცეს მეორე მსოფლიო ომის გმირის ოჯახის წევრს, თამარ გაბრიაძეს.
ტყიბულის მუნიციპალიტეტისგან ერთჯერადი ფულადი დახმარება, მეორე მსოფლიო ომის მონაწილესთან გათანაბრებულმა პირებმაც მიიღეს.