1772916489
ტყიბულის მერმა დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს 8 მარტი მიულოცა
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კუბლაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, იზოლდა ნემსაძე ა.(ა.)ი.პ. კომუნალური გაერთიანების დასუფთავებისა და გამწვანების სამსახურების ქალ თანამშრომლებს 8 მარტი ყვავილებითა და სასაჩუქრე ბარათებით ქალაქის ქუჩებში მიულოცეს.
დავით კუბლაშვილმა, ქალბატონებს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში, კლიმატური პირობების მიუხედავად მუნიციპალიტეტის სისუფთავესა და იერ-სახის შენარჩუნებას ემსახურებიან, მადლობა გადაუხადა.
დასუფთავებისა და გამწვანების სამსახურების თანამშრომლებს ქალთა საერთაშორისო დღე, ასევე მიულოცეს მერის მოადგილემ, მურმან ვერულაშვილმა, კომუნალური გაერთიანების ხელმძღვანელმა, ავთანდილ ჭანტურიძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა.











