სიმსივნის 10 სიმპტომი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ
1762199659
                                                                ცაგერში ქორეოგრაფიული ანსამბლების მეორე რესპუბლიკური ფესტივალი ,,ხომლი 2025" გაიმართა.
,,მწვანე თეატრში", ცაგერის ესთეტიკური ცენტრის ორგანიზებით და ცაგერის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული 24 ანსამბლის 800-მდე მოცეკვავემ მოიყარა თავი, მათ შორის გახლდათ ქორეოგრაფიული ანსამბლი,,ლეჩხუმი".
ღონისძიებას უძღვებოდა ანსამბლ ,,ლეჩხუმის" ქორეოგრაფი, ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი ბესარიონ ჩანქსელიანი.
რესპუბლიკურ ფესტივალს ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები- ქრისტინა კობახიძე, ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, მერის პირველი მოადგილე ვასილ საღინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილე-გიორგი გუგავა.