„თითოეული თქვენგანი სიყვარულის მაგალითია“ — ზაზა ქევანიშვილმა ამბროლაურელ დედებს 3 მარტი მიულოცა

ამბროლაური

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა ქევანიშვილმა, პირველმა მოადგილემ ასლან საგანელიძემ, მოადგილე თამარ ქევანაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ზვიად მხეიძემ
3 მარტი მრავალშვილიან დედებსა და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

“ყველა დედას გილოცავთ დღევანდელ დღეს.  თითოეული თქვენგანი უანგარო სიყვარულისა და სათნოების მაგალითია. გისურვებთ მშვიდობას, სიხარულს, სამშობლოს ერთგული და საამაყო შვილების აღზრდას, ბედნიერ დედობას. სიხარული, ბედნიერება და წარმატება მოეტანოს ყოველ დღეს თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის.”-აღნიშნა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა ქევანიშვილმა.