„იწვევს 8-წლიან (ან სამუდამო) დაზიანებას ნაწლავებში" - ბიძინა კულუმბეგოვი ინფორმაციას ავრცელებს
1784586863
ჭიღლაძეს დადგენილება გურჯაანის დროებითი მოთავსების იზოლატორში ცოტა ხნის წინ გააცნეს.
დაკავებულს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
პროკურატურა ჭიღლაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარიანი გირაოს პატიმრობის უზრუნველყოფით გამოყენებას ითხოვს.
ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის, გაიმართება თუ არა სასამართლო პროცესი დღესვე.
შეგახსენებთ, ინციდენტი 18 ივლისს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მდებარე სასტუმრო „Agarani Estate“-ში მოხდა.
ქორწილის სტუმრებსა და სასტუმროში მყოფ რუსულენოვან მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მუსიკის გამო დაიწყო, რასაც მოგვიანებით ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.