შეკარით მუშტი და დააკვირდით ცერა თითს - ტესტი, რომელიც თქვენი პიროვნების უცნობ მხარეებს დაგანახვებთ
1762203102
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რვა სტუდენტმა ,,ერასმუს+“ და „შვედური ინსტიტუტის“-ის კონკურსში გაიმარჯვა და სწავლას ჩეხეთისა და რუმინეთის უნივერსიტეტებში გააგრძელებს.
კონკურსის შედეგების მიხედვით, 2023 წლის შემოდგომის სემესტრიდან, ჩეხეთში, ბრნოს უნივერსიტეტში, აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამი და სოციალურ მენიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სამი სტუდენტი ისწავლის.
რუმინეთში, კლუჯ ნაბოკას უნუვერსიტეტში, კი, აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორი სტუდენტი გაემგზავრება.
,,ერასმუს+“ და „შვედური ინსტიტუტის“-ის კონკურსი სტუდენტებისათვის, გაცვლით პროგრამებზე, 17 მარტიდან დაიწყო.
კონკურსი ორ ეტაპად მიმდინარეობდა და 30 მარტს დასრულდა.