სვანეთში ლამპრობა აღნიშნეს - ფოტოები

ლამპრობა

ლამპრობა სვანეთში ტრადიციული დღესასწაულია, რომელიც ადრესაგაზაფხულო ზეიმს წარმოადგენდა ძველ საქართველოში. ტრადიცია სვანეთმა შემოინახა. იგი მირქმის დროს აღინიშნება. 

„ლამპრობის“ დღესასწაულის შესახებ ცნობები, აგრეთვე შემორჩენილია გურიასა და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში.
„ლამპრო­ბის“ ტრა­დი­ცი­ას სხვა­დას­ხვა სიმ­ბო­ლოს უკავ­ში­რე­ბენ.

ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვერსიით, ის სვა­ნეთ­ში მე­ომ­რე­ბის რი­ცხვის და­სად­გე­ნად იმართებოდა.
ან­თე­ბუ­ლი ლამპრე­ბის მი­ხედ­ვით ად­გენ­დნენ, თუ რამ­დე­ნი მე­ომ­რის გა­მოყ­ვა­ნა შე­ეძ­ლოთ სვა­ნებს სა­ჭი­რო­ე­ბის
შემ­თხვე­ვა­ში.