სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბორჯომში პიანისტთა XI საერთაშორისო კონკურს-ფესტივალის გახსნას დაესწრო

დასწრება

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულ მერთან, მამუკა გელაშვილთან, მერის მოადგილესთან, გიორგი ტაბატაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან,  გიორგი ფერაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა რიგით XI საერთაშორისო კონკურსის ფესტივალის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

მსმენელთა წინაშე ცნობილი ქართველი მუსიკოსები წარსდგნენ:
თამარ ლიჩელი - პიანისტი;
ვალერიან შიუკაშვილი - პიანისტი;
გიგი პიანომენი - პიანისტი;
ლიზი რამიშვილი - ჩელისტი;
გიორგი ხაინდრავა  - მევიოლინე;
ირაკლი ევსტაფიშვილი - ფლეიტისტი.

21-24 ოქტომბერს, თენგიზ ამირეჯიბის სახელობის XII საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის და სსიპ “შემოქმედებითი საქართველოს”, მხარდაჭერით, სასტუმრო ,,ბორჯომი ლიკანში“, გაიმართა. 

ფესტივალზე სოლო ფორტეპიანოს მიმართულებით მოსმენები ოთხ კატეგორიაში, საფორტეპიანო დუეტის მიმართულებით კი ორ კატეგორიაში გაიმართება.

ფესტივალი 24 ოქტომბერს, გალა კონცერტით დასრულდება.