„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
სამტრედია-გრიგოლეთის პირველ მონაკვეთზე მშენებარე ხიდი დაზიანდა, - ამის შესახებ გზების დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მდინარე რიონის სტიქიური ადიდებით გამოწვეულმა წყალმოვარდნამ, სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის პირველ მონაკვეთზე, დააზიანა მდინარეზე მშენებარე ხიდის მე-8 ბურჯი. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები", - აღნიშნულია განცხადებაში.