ნათლობის წესში ცვლილება შევიდა - ნახეთ, ყველა დეტალი
1763754817
ორი ავტოსაგზაო შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში - დაშავებულთა შორის მცირეწლოვანიცაა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში ერთმანეთს ჯიპისა და ოპელის მარკის ავტომობილები შეეჯახა.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ერთ-ერთი ავტომობილი საცხოვრებელი სახლის ეზოში შესვლას ცდილობდა.
შეჯახების შედეგად, მცირეწლოვანი ბავშვი და მისი ბებია დაშავდნენ.
ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, მცირეწლოვანი თბილისში გადაიყვანეს, ბებია კი საგარეჯოს კლინიკაშია მოთავსებული.
სოფელ ბადიაურში კი, „კიას“ მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეებს შეეჯახა.
მძიმედ დაშავდა მძღოლი, რომელიც ტრანსპორტში მარტო იმყოფებოდა.
ავარიის სავარაუდო მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.
შემთხვევის ადგილებზე იმყოფებოდნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები და სამართალდამცავები.