მარტში, უქმეების გარდა, მოსწავლეები კიდევ 6 დღე დაისვენებენ
1772311592
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა, მამუკა გელაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ფერაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, საფეხბურთო კლუბ „ბორჯომი 2013“-ის მოთამაშეებთან შეხვედრა გამართა და მათ ახალი სპორტული ინვენტარი და საფეხბურთო ფორმები გადასცა.
„ჩვენი ახალგაზრდების სპორტული განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ყოველთვის გვიხარია ისეთი ინიციატივების განხორციელება, რომელიც მომავალ თაობას ეხმარება საკუთარი ნიჭის რეალიზებაში. მჯერა, რომ ახალი ფორმები და სპორტული აღჭურვილობა ჩვენს ბიჭებს დამატებით მოტივაციას მისცემს. მინდა, წარმატებები და ბევრი გამარჯვება ვუსურვო „ბორჯომი 2013“-ს," — განაცხადა მამუკა გელაშვილმა.ბორჯომის მუნიციპალიტეტი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სპორტის მხარდაჭერას, რათა ხელი შეუწყოს მოზარდების ჩართულობას და მუნიციპალიტეტში სპორტული ცხოვრების განვითარებას.ღონისძიებაში მერთან ერთად მონაწილეობდნენ:მერის პირველი მოადგილე -ბიბო პაპიძე, მერის მოადგილე - გელა მაღეაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები - გენადი მუმლაძე და რევაზ ლაშხი.