რუსთავში მესხიშვილის ქუჩის ენერგოეფექტური რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იწყება

რუსთავში მესხიშვილის ქუჩის ენერგოეფექტური რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იწყება

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსების ენერგოეფექტური რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იწყება. პროექტის ფარგლებში ენერგოეფექტური რეაბილიტაცია  მე-14 მ/რ-ის N10, N11 და N12-ს ჩაუტარდება. სატენდერო პროცედურები უკვე დაწყებულია.  

რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზურა ტაბაღუამ, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მარინა ლიპარტელიანმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა გრიგოლ ვეფხვაძემ, მე-14 მ/რ-ის N10-ის მოსახლეობას პროექტის დეტალები ადგილზე გააცნეს.

„რუსთავში, მესხიშვილის ქუჩის რეაბილიტაციის მეორე ეტაპს ვიწყებთ. პროექტის ფარგლებში, თბოსაიზოლაციო მასალით სამი შენობა შეიფუთება, აივნებზე დეკორატიული ელემენტები მოეწყობა და არსებული კარ-ფანჯრები ახლით ჩანაცვლდება. შენობების მთელ პერიმეტრზე მოეწყობა სარინერები და N10 კორპუსის  საძირკველს გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები ჩაუტარდება“, - განაცხადა რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზურა ტაბაღუამ.

ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 3 146 674  ლარია და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.