ირაკლი კობახიძე: კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო არის ლიდერი ქვეყანა, რაც ასახულია ობიექტურ დასკვნებში, ამისგან განსხვავდება უხეში განცხადებები, რასაც აკეთებენ ხოლმე ბიუროკრატები

ირაკლი კობახიძე

კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო არის მოწინავე და ლიდერი ქვეყანა. ეს არის უტყუარი ჭეშმარიტება, რომელიც ასახულია ობიექტურ დასკვნებში. ამისგან განსხვავდება უხეში, პოლიტიკურად მოტივირებული განცხადებები, რასაც აკეთებენ ხოლმე პოლიტიკოსები და ბიუროკრატები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კანონის უზენაესობის ინდექსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

კობახიძის თქმით, ეს არის ორმაგი სტანდარტები, რასაც აჩვენებს ევროპული ბიუროკრატია.

„ობიექტურ გარემოებებს, ფაქტებს, არგუმენტებს სადაც ეფუძნება შეფასებები, ყველგან გვაქვს მოწინავე, ლიდერის პოზიციები. აქაც გასაკვირი არ არის. კანონის უზენაესობა საქართველოში არის რეგიონში ყველაზე მეტად დაცული. კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო მოწინავე და ლიდერი ქვეყანაა. ეს არის უტყუარი ჭეშმარიტება, რომელიც ასახულია ობიექტურ დასკვნებში. ამისგან განსხვავდება უხეში, პოლიტიკურად მოტივირებული განცხადებები, რასაც აკეთებენ ხოლმე პოლიტიკოსები და ბიუროკრატები. ეს არის სტანდარტული შემთხვევები, რასაც ხშირად ვხედავთ. ეს არის ორმაგი სტანდარტები, რასაც აჩვენებს ევროპული ბიუროკრატია“, – განაცხადა პრემიერმა.