1779568738
რუსთავში აფთიაქიდან სახის დამატენიანებლები მოიპარეს
რუსთავში აფთიაქიდან სახის დამატენიანებლები მოიპარეს.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, თოდრიას ქუჩაზე არსებული ერთ-ერთი აფთიაქიდან 25 წლამდე კაცმა ცნობილი ბრენდის ძვირად ღირებული კრემები მოიპარა. ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა პოლიციისთვის. სამართალდამცავებმა ბრალდებულის იდენტიფიცირება მოახდინეს და მისი მხილება შეძლეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.












