რა ხდება ამ წუთებში ადიგენში, სადაც მოსახლეობა კერძო საცხოვრებელ სახლში მუსლიმური სამლოცველოს არსებობას აპროტესტებს

ადიგენი

დაბა ადიგენის მოსახლეობა ერთ-ერთ კერძო საცხოვრებელ სახლში მუსლიმური სამლოცველოს არსებობას აპროტესტებს. მოსახლეობასთან ერთად იმყოფებიან სასულიერო პირები. ამ წუთებში ისინი ადიგენის სოფლების დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე არიან შეკრებილები. ადგილზე სიტუაციას აკონტროლებს პოლიცია.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის კორდონის მეორე მხარეს იმყოფებიან იმ კერძო სახლის მეპატრონის მხარდამჭერები, სადაც სამლოცველოა მოწყობილი. პროტესტის მონაწილეების განცხადებით, დაბაში არ არსებობს მუსლიმური სამლოცველოს აუცილებლობა, რადგან იქ არცერთი მუსლიმი ოჯახი არ ცხოვრობს.

განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყება მოუწოდებს ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი კი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.