1730548745
ქვედში, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა
ონის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვედში, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში გაკეთდა მისასვლელი და შიდა საუბნო გზა, საყრდენი კედლები, მდინარეზე საფეხმავლო გადასასვლელები და სანიღვრე არხები. მონიტორინგის მიზნით, ონის მუნიციპალიტეტის მერი - სერგი ხიდეშელი მოადგილე - ლევან შერაზადიშვილთან ერთად გაეცნო სამუშაოებს.
აღნიშნული პროექტი საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის განკუთვნილი დაფინანსებით ხორციელდება, რომლის სახელშეკრულებო თანხა 453 496 ლარს შეადგენს. სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია “ცოტნე” ასრულებს.
მონიტორინგის პარალელურად, სერგი ხიდეშელი შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და მათგან მოისმინა იმ პრობლემების შესახებ, რაც დროულ რეაგირებას საჭიროებს.
“სოფლის საჭიროების გათვალისწინებით და მოსახლეობის მიერ დასახული პრიორიტეტების შესაბამისად, მუნიციპალიტეტი შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარება მოსახლეობას სოფელში არსებული პრობლემების გადაწყვეტაში”- განაცხადა მერმა მოსახლეობასთან შეხვედრისას.