ქუთაისში სულიკო თორთლაძის სახელობის მე - 11 კომპლექსური სპორტული სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა

სკოლა

ქუთაისში სულიკო თორთლაძის სახელობის მე - 11 კომპლექსური სპორტული სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა.

პროექტის მიხედვით სრულად განახლდა კალათბურთის, მაგიდის ტენისისა და ჩოგბურთის დარბაზები, ასევე, მოწესრიგდა შენობის ფასადი, სახურავი, კეთილმოეწყო ეზო. სკოლა 450 - მდე სპორტსმენზეა გათვლილი. 

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი

პროექტების ფონდის მიერ 2 694 751 ლარით დაფინანსდა. განახლებული სპორტული სკოლა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, საქართველოს პარლამენტის წევრებმა ზაზა ლომინაძემ, ვიქტორ სანიკიძემ და გივი ჭიჭინაძემ დაათვალიერეს.