„მაგარ რაღაცას გასწავლით“ - „ფეხის გაკვანძვის“ მიზეზს გიორგი ღოღობერიძე განმარტავს
1758576068
არსებობს სახელმწიფო სისტემა, სახელმწიფო სისტემას ემსახურებიან საჯარო მოსამსახურეები, მათ შორის, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები და ნებისმიერი დაპირება, რომელიც უკავშირდება სისტემის წინააღმდეგ ნაბიჯის გადადგმას, არის უკანონო დაპირება,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ლევან ხაბეიშვილს შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ხაბეიშვილის განცხადება იყო სისხლის სამართლის დანაშაული.
„საუბარი იყო სახელმწიფო სისტემის წინააღმდეგ დაპირისპირებაზე და ამის სანაცვლოდ 200 000 აშშ დოლარის ოდენობის ქრთამის შეთავაზება გაკეთდა. რა თქმა უნდა, ეს არის ცალსახად სისხლის სამართლის დანაშაული“, - განაცხადა პრემიერმა.