ტრამპი ირანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
1750278256
ფესტივალის გახსნას ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახ. სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში ესწრებოდნენ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.
ფესტივალის წარმდგენები არიან: საქართველოს კულტურის სამინისტრო, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ქუთაისის მერია, საქართველოს თეატრალური საზოგადოება, იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტები.
საფესტივალო სპექტაკლებს წარმოადგენენ პროფესიული და სახალხო თეატრალური დასები საქართველოდან და აზერბაიჯანიდან. სპექტაკლებზე დასწრება თავისუფალია.
საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახ. სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სპექტაკლით "იმერული რექვიემი“.
საკონკურსო სპექტაკლებს პ ჟიური შეაფასებს. ფესტივალი 2 ივლისს დაიხურება.