აბიტურიენტთა საყურადღებოდ! - 2026 წლის აბიტურიენტის ცნობარი განახლდა
1786356322
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქობულეთში, საფეხბურთო სავარჯიშო ცენტრის მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა.
პროექტის ფარგლებში, ქობულეთში აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხელოვნურსაფარიანი სტადიონი, 300 მაყურებლისთვის განკუთვნილი ტრიუბუნა და მოეწყობა სპორტსმენებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.
ფონდი, ქვეყნის მასშტაბით, გეგმავს 50-ზე მეტი თანამედროვე ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობას, რაც ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ახალგაზრდების სპორტული შესაძლებლობების განვითარებას.