ოზურგეთის მერმა მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ოზურგეთის მერია

 ოზურგეთის მერმა პაატა კუნჭულიამ, მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განიხილეს  დაგეგმილი კულტურული ღონისძიებები, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები, ბიუჯეტის საკითხები, ეკონომიკური, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები; ასევე, ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხები.

შეხვედრას მერის მოადგილეები ბექა ჩხიკვიშვილი და სოფო რამიშვილი ესწრებოდნენ.