ოზურგეთის მერმა დედის დღე იმ ქალბატონებს მიულოცა, რომლებიც ქალაქის დასუფთავებაზე ზრუნავენ

ოზურგეთის მერი

ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ დედის დღე იმ ქალბატონებს მიულოცა, რომლებიც ქალაქის დასუფთავებაზე ზრუნავენ.

​„ვულოცავ დედის დღეს ჩვენს ქალბატონებს, რომლებიც მუშაობას დილის 05:00 საათიდან იწყებენ, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდებიან თავიანთ საქმეს და ყოველ დილით სუფთა გარემოს გვახვედრებენ.

​მადლობას გიხდით ამ თავდაუზოგავი შრომისთვის.​თითოეულ ქალბატონს გილოცავთ 3 მარტს. მინდა, რომ წლის ყოველი დღე თქვენთვის დღესასწაული იყოს.“ - განაცხადა პაატა კუნჭულიამ.