რა უთხრა გია ჯაჯანიძეს ორნელა მუტიმ სკანდალური ეთერის დასრულების შემდეგ
1780341109
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ, ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ქალაქ ონის მიმართულებით არსებულ გზაზე მეწყრული პროცესების შედეგად დაზიანებული მონაკვეთი დაათვალიერა და ალტერნატიული გზის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.
ამ ეტაპზე, გეოლოგებისა და საპროექტო ჯგუფების აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს მეწყრული პროცესების კვლევა და სტაბილიზაციის ეფექტური ღონისძიებების შემუშავება.
მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და არსებული რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, მდინარე ხეორზე დროებითი ხიდისა და შემოვლითი გზის მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტის განხორციელება დაგეგმილია მაქსიმალურად ეფექტურ და გონივრულ ვადებში, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება ქუთაისი–ალპანა–მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 111-ე კილომეტრზე სამუშაოების სრული მასშტაბით შესრულება.