მონტენეგროში სამი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს
1776279062
ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, 2026 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
შერჩეული პრიორიტეტები ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარების სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ლევან შერაზადიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად,ღების, ჭიორის, გლოლის და უწერის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის მოსახლეობას შეხვდა, სადაც პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს.
ადგილობრივების უშუალო ჩართულობით, გამოვლინდა შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები, როგორიცაა წყლის სისტემების რეაბილიტაცია და საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა.
ღები - წყლის სისტემის რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხების მოწყობა;
პატარა ღები - გზის რეაბილიტაცია;
გონა - გზის რეაბილიტაცია;
ჭიორა - სასაფლაოს კეთილმოწყობა(კვირაცხოვლის);
გლოლა - გარე-განათების მოწყობა;
უწერა - სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
ნიგავზები - სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
ნაკიეთი - გზის რეაბილიტაცია, სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
ფარავნეში - სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
ყველა დასახელებულ პროექტს ონის მუნიციპალიტეტის მერია წლის ბოლომდე განახორციელებს.
აღნიშნული პროგრამა ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას, როგორც სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში, ისე თემის პრიორიტეტებისა და სამომავლო განვითარების მიმართულებების განსაზღვრაში.
შეხვედრების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ონის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე oni.gov.ge