გურამ დადიანიძის ბებიის პირველი კომენტარი - „მე სიმართლის ქალი ვარ, სიტყვა სიტყვით გეტყვით“
1793000400
ონის კულტურის სახლში ფოლკლორის ცენტრის გუნდის და რაჭის სალოტბარო სკოლების კონცერტი გაიმართა.
შესრულდა ქართული ხალხური სიმღერისა და ტრადიციული გალობის გამორჩეული ნიმუშები.
კონცერტს უძღვებოდა გუნდის ერთ-ერთი ლოტბარი, რაჭული ფოლკლორის მკვლევარი თორნიკე სხიერელი.
ანზორ ერქომაიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი დონაძემ გუნდის შექმნის იდეასა და სალოტბარო სკოლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ქრისტინა კობახიძემ მადლობა გადაუხადა ფოლკლორის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, გიორგი დონაძეს, ცენტრის გუნდსა და ღონისძიებაში მონაწილე სალოტბარო სკოლებს ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციისა და მისი განვითარებისთვის გაწეული საქმიანობისთვის.
მან ასევე აღნიშნა, რომ ონის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და მხარდაჭერით, უახლოეს პერიოდში ონის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებს საჩუქრად სასცენო ფორმები გადაეცემათ.
ფოლკლორის ცენტრის გუნდი, გიორგი დონაძის ინიციატივით და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 2023 წელს შეიქმნა და მას ხუთი ლოტბარი ჰყავს: ლიკა ლიპარტელიანი, გიორგი ხუნაშვილი, სერგო ურუშაძე, თორნიკე სხიერელი და გიორგი დონაძე.
გუნდის წევრები არიან სალოტბარო სკოლის და გალობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები და სხვადასხვა ცნობილი ანსამბლების წარმომადგენლები.