1746474873
მეწყერის გამო ყველა სახის სატრანსპორტო მოძრაობა აკრძალულია - ლენტეხის მერია განცხადებას ავრცელებს

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის, გია ონიანის ინფორმაციით, სოფელ ბაბილთან, სადაც მეწყერი ჩამოწვა, მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
„მოსახლეობის საყურადღებოდ!
ლენტეხი-ლასდილის გზის 91-ე კილომეტრზე, სოფელ ბაბილთან, დილის საათებში მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც ყველა სახის სატრანსპორტო მოძრაობა დროებით აკრძალულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები.
სტიქის ზონაში იმყოფება ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, ცენტრალური საავტომობილო დეპარტამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად.
გზის გახსნა სატრანსპორტო მოძრაობისთვის უმოკლეს ვადაში მოხდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.