მართლმსაჯულების პროცესში ბავშვის უფლებების თემაზე პროკურორებმა სამეგრელოს რეგიონის სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მართლმსაჯულების პროცესში ბავშვის უფლებებზე, სენაკის კერძო სკოლა “ სხივში”,  ქ. ფოთის N6 და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სუჯუნის საჯარო სკოლებში პროკურორებმა საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. .

შეხვედრებზე პროკურორებმა დეტალურად განიხილეს სამართალწარმოების პროცესში არასრულწლოვანთა უფლებები, მათი სამართლებრივი დაცვის მექანიზმები და ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული მართლმსაჯულების მნიშვნელობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ ძირითად საპროცესო გარანტიებს, რომლებიც მართლმსაჯულების პროცესში ბავშვზე მორგებული მიდგომების გამოყენებას უწყობს ხელს.

საინფორმაციო ღონისძიებების მთავარი მიზანი მოზარდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, მათი უფლებების შესახებ ინფორმირებულობა და დანაშაულის პრევენციაა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურა, საქართველოს მასშტაბით,  საინფორმაციო შეხვედრებს სხვადასხვა სამართლებრივ თემაზე მოსწავლეებთან აქტიურად ატარებს.

✕