1766497440
მარნეულში მთავარი საახალწლო ნაძვის ხე აინთო
მარნეულში საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროს და სსიპ შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით, მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო.
ღონისძიება ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტით დაიწყო. ზღაპრის გმირებმა პატარა სტუმრებს დაუვიწყარი წუთები აჩუქეს, ხოლო თოვლის პაპამ მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
გალა კონცერტში ცნობილი მომღერლები და კვარტეტები მონაწილეობდნენ. საღამო საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.
ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, საქართველოს პარლამენტის წევრი ზაურ დარგალი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.











