ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გაზდელიანმა, მერიის სამსახურის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გაზდელიანმა, მერიის სამსახურის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გაზდელიანმა, მერიის სამსახურის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.შეხვედრის მიზანი იყო როგორც მიმდინარე პროცესების შეფასება, ისე იმ საკითხების განხილვა, რომლებიც უშუალოდ აისახება მოსახლეობის საჭიროებებსა და მუნიციპალიტეტის განვითარებაზე.საფინანსო სამსახურმა წარმოდგინა ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის შეშის მოწოდების პროცესზე. აღინიშნა, რომ ზამთრის პერიოდში მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტულია არცერთი ოჯახი დარჩეს მხარდაჭერის გარეშე.კულტურის სამსახურმა დეტალურად გააცნო მომავალი საახალწლო ღონისძიების კონცეფცია, რომელიც ყველა ასაკის მოქალაქეზეა გათვლილი.სპორტის მიმართულებით განხილულ იქნა მწვრთნელების საქმიანობის მონიტორინგისა და ჩოლურის ჭიდაობის სექციის საკითხები, რაც მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სპორტული გარემოს შექმნას.ინფრასტრუქტურის სამსახურმა წარმოადგინა ინფორმაცია რეგიონული განვითარების ფონდის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამებისა და სპორტული დარბაზის პროექტების მიმდინარეობაზე.განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თოვლწმენდითი ტექნიკის მზადყოფნასა და ზამთრის პერიოდში გზების შეუფერხებელი მომსახურების უზრუნველყოფას.შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს კურორტ „მუაშის“ განაშენიანების გენერალურ გეგმაზე. დოკუმენტი მუნიციპალიტეტისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა და განსაზღვრავს განვითარების, ტურიზმისა და გარემოსდაცვითი სტანდარტების მომდევნო ეტაპებს.ლენტეხის მუნიციპალიტეტი აგრძელებს მუშაობას გამჭვირვალობის, სოციალური მხარდაჭერისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.შეხვედრაზე განხილული თითოეული საკითხი ემსახურება მუნიციპალიტეტის ეფექტიან ყოველდღიურ საქმიანობასა და გრძელვადიანი განვითარების გეგმების მიზნობრივ განხორციელებას.