1780158784
ლეჩხუმში, ისტორიულ ხვამლის მთაზე, ხვამლობის დღესასწაული აღინიშნა
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე, სადღესასწაულო წირვა აღავლინა ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ.
ხვამლობის სადღესასწაულო წირვას, მრევლთან და სტუმრებთან ერთად, დაესწრნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვასილ საღინაძე და მერის მოადგილე მამუკა ლეთოდიანი.











