ხონის სათემო განათლების ცენტრის კურსდამთავრებულებს მუნიციპალიტეტის მერმა და მოადგილემ პროფესიული და პიროვნული განვითარების კურსების დასრულება მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს

პიროვნული განვითარების კურსები

ხონის სათემო განათლების ცენტრის კურსდამთავრებულებს მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ და მერის მოადგილემ მანანა გოფოძემ პროფესიული და პიროვნული განვითარების კურსების დასრულება მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს, - ინფორმაციას ხონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„როცა ამ პროექტს მხარი დავუჭირე, მსურდა, რომ ზრდასრულთა განათლება ხელმისაწვდომი გამხდარიყო ჩვენი მოსახლეობისთვის. დღეს უკვე ვხედავ, როგორ იზრდება ინტერესი და ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩვენი ქალაქის, რეგიონისა და ქვეყნის განვითარებისთვის“, - აღნიშნა ლადო ჯურხაძემ.

ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის (GAEN) ხელმძღვანელი, ნინო ბაბალაშვილი, რომელმაც ზრდასრულთა განათლების მიმართულებით ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აუდიტორიას ინფორმაცია გაუზიარა ქსელში შემავალ სათემო და ზრდასრულთა განათლების ცენტრების შესახებ.

პროექტი ხორციელდება გერმანიის მთავრობის დაფინანსებით და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით.