1774036679
ილია მეორის სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე მოქალაქეები თელავიდანაც გამოემგზავრნენ
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე მოქალაქეები თბილისში თელავიდანაც გამოემგზავრნენ.მსურველები ღვთისმშობლის ეკლესიისა და თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ.მოქალაქეთა გადაადგილება პატრიარქის დამკრძალავი კომისიის მიერ არის ორგანიზებული.სპეციალურად ამ დღეებისათვის მობილიზებული ტრანსპორტი მოქალაქეების დედაქალაქში ჩასვლას უფასოდ უზრუნველყოფს.ამავდროულად, კახეთის რეგიონში ილია მეორის სულის მოსახსენებელი მსახურებები გრძელდება. ალავერდის საკათედრო ტაძარში დიდი პანაშვიდი ამ წუთებშიც მიმდინარეობს.თელავის ღვთისმშობლის ეკლესიაში კი ის ყოველდღე, 11:30 საათიდან აღევლინება.












