VIDEO: რა მოხდა „პრაიმ ჰაუსის“ დასრულების შემდეგ - ნახეთ, კადრები
1722027255
ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, მუნიციპალიტეტის მერიის სხდომაზე, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით, განახლებული ინფორმაცია წარმოადგინა და ისაუბრა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაციის შესახებ.
„გაგაცნობთ განახლებულ ინფორმაციას სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით განვაგრძობთ მუშაობას: დაბა ლაითურში - სტიქიის შედეგად დაზიანებული 4 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავების რეაბილიტაციას ვიწყებთ, რომლის ღირებულებაც შეადგენს 109 998 ლარს. დაბა ნარუჯაში დავიწყეთ სტიქიის შედეგად დაზიანებული 3 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის რეაბილიტაცია, დანახარჯი შეადგენს 109 409 ლარს. სოფელ მერიაში - მიმდინარეობს 4 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავების რეაბილიტაცია, რაშიც 134 799 ლარი დაიხარჯება. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, ოზურგეთის მუსიკალური სკოლის სახურავის რეაბილიტაციასაც ვიწყებთ, რისთვისაც დაიხარჯება 26 999 ლარი,“- განაცხადა ოზურგეთის მერმა.
ხვალიდან ამინდი მკვეთრად იცვლება
1722022306
გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს
1722014940