შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1780335567
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ცენტრალურ პარკში ბავშვებისთვის მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებები და კონცერტები გაიმართა.
დღის ფარგლებში მოეწყო ტრადიციული საზეიმო მსვლელობა, რომელშიც ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე მონაწილეობდა. ცენტრალურ პარკში მოწყობილი იყო სხვადასხვა სახის გამოფენები, ჩატარდა სპორტული საჩვენებელი ღონისძიებები და მასტერკლასები წარმატებული სპორტსმენების მონაწილეობით. მთელი დღის განმავლობაში სცენაზე ადგილობრივი ბენდები და საბავშვო საესტრადო სტუდიების მოსწავლეები წარდგნენ კონცერტებით. პარალელურად, საბავშვო ატრაქციონები მთელი დღის განმავლობაში უფასოდ ემსახურებოდა პატარებს.

