რას წერს სანდრო მიკუჩაძე თამუნა მუსერიძესთან დაშორების შემდეგ
1778356774
რუსთავის საკრებულოში პირველად, სტუდენტური სტაჟირების პროგრამა ,,წარმოადგინე შენი ქალაქი” დაიწყო.
პროექტი ოფიციალურად საკრებულოს სხდომათა დარბაზში გამართულ ღონისძიებაზე გაიხსნა - საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი და თავმჯდომარის მოადგილეები ახალგაზრდებს პირადად შეხვდნენ, მათთვის საინტერესო კითხვებს უპასუხეს, აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს.
”ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ გაიგოს საკრებულოს საქმიანობის სპეციფიკა და უშუალო მონაწილეობა მიიღოს იმ პროცესებში, რომლებიც ჩვენი ქალაქის - რუსთავის განვითარებას ემსახურება. დღეიდან ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო საინტერესო ეტაპზე გადავა. დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი ბევრი კარგი იდეის და საინტერესო ინიციატივის დასაწყისი გახდება. ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ ქალაქში ახალგაზრდული პოლიტიკის გაძლიერებაზე, რაც სწორედ თქვენნაირი, ჭკვიანი, მოტივირებული და მიზანდასახული ახალგაზრდების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.” - მიმართა ახალგაზრდებს მამუკა რეხვიაშვილმა.
სტაჟირების პროგრამის მონაწილეები, ერთი თვის განმავლობაში აქტიურად დააკვირდებიან წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობის სპეციფიკას - დაესწრებიან საკრებულოსა და კომისიების სხდომებს და მონაწილეობას მიიღებენ აპარატის ყოველდღიურ საქმიანობაში. სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ კი ორენოვანი სერთიფიკატები გადაეცემათ.
“მოხარული ვარ, რომ ჩვენმა გუნდმა შეძლო და ქალაქი განვითარების სხვა ეტაპზე გადაიყვანა. მოგეხსენებათ ქალაქში ბოლო პერიოდში შეიქმნა ბევრი ახალგაზრდული სივრცე, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს. გვაქვს მაღალი, თანამედროვე სტანდარტის მედიათეკა, ციფრული განვითარების სივრცე, ახალი სპორტის სასახლე და სხვა მნიშვნელოვანი ლოკაციები, სადაც თქვენ, რუსთაველ ახალგაზრდებს შესაძლებლობა გაქვთ ღირსეულ გარემოში განავითაროთ თქვენი ინტერესები. გრძელდება მსგავსი პროექტების განხორციელება და თქვენ ამ პროცესს საკრებულოში საქმიანობის პერიოდში პირადად გაეცნობით.” - ისაუბრა ,,წარმოადგინე შენი ქალაქის” პროექტის მონაწილეებთან მამუკა რეხვიაშვილმა.
რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ახალგაზრდობის განათლებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ერთობლივი პროექტის მიზანი ახალგაზრდული პოლიტიკის გაძლიერება, მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესახებ სტუდენტების ინფორმირება და პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე მათი კარიერული ზრდის ხელშეწყობაა.