რას წერს სანდრო მიკუჩაძე თამუნა მუსერიძესთან დაშორების შემდეგ
1778356774
ბორჯომში, თორის ქუჩის N42, N44 და N47-ში მდებარე საცხოვრებელი სახლების ფასადებისა და სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადები, შეიცვლება სახურავები, აივნები და კარ-ფანჯრები. დამატებით, მოეწყობა დეკორატიული ელემენტები, რაც შენობებს სრულიად ახალ სიცოცხლეს შესძენს.
საკურორტო ქალაქის იერსახის გალამაზება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისად, საცხოვრებელი სახლების ფასადების, სადარბაზოებისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.