ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს

ბორჯომკ

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში — ტაძრისში, საკირესა და დვირში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს.

​სოფელი ტაძრისი: დაიწყო წმინდა გიორგი მთაწმინდელის ტაძრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. პროექტი ითვალისწინებს გზის საფარის, ეზოებში შესასვლელების, საპარკინგე სივრცისა და გზის დამცავი საყრდენი კედლების მოწყობას.

​სოფელი დვირი: ნანეტაშვილების უბანში ამჟამად შიდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც 1 კილომეტრამდე მონაკვეთზე ბეტონის საფარი მოეწყობა.

​სოფელი საკირე: ხალაძეების უბანში 416-მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი იგება. ამასთან ერთად, მიმდინარეობს საავტომობილო გზის დამცავი 49-მეტრიანი საყრდენი კედლის მშენებლობა.

​სამუშაოები ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.