ბოლნისის მერიამ სასურსათო კალათები სოციალურად დაუცველ 140 ოჯახს გადასცა

ბოლნისის მერია

ბოლნისის მერიამ აღდგომის დღესასწაული რამდენიმე დღით ადრე, სოციალურად დაუცველ 140 ოჯახს მიულოცა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სასურსათო კალათები "სათნოების სახლის" ბენეფიციარებსა და შინმოვლის სერვისით მოსარგებლეებს პირადად გადასცეს.

საქველმოქმედო აქცია მუნიციპალიტეტში ტრადიციულია და ყოველწლიურად იმართება.