„ბევრ სისხლს კარგავდა...“ - როგორია ახმეტაში დაჭრილი ქალის მდგომარეობა

კლინიკაში გარდაიცვალა

"შემავალი ჭრილობები ჰქონდა და ბევრ სისხლს კარგავდა, ფსიქოლოგიურადაც რთულ მდგომარეობაში იყო"- ახმეტაში ქმრის მიერ დაჭრილი ქალი საავადმყოფოდან გაწერეს.

თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ამბობენ, რომ  დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა და მას სახლის პირობებში შეეძლო მკურნალობის გაგრძელება.

"ზურგის არეში, დანით იყო დაჭრილი, სისხლმდენი ჭრილობები ჰქონდა, თან შემავალი. მაშინვე აღმოვუჩინეთ დახმარება, თუმცა ფსიქოლოგიურად უფრო რთულ მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი.  რამდენიმე დღე იწვა და გავწერეთ, რადგან სახლში შეუძლია უკვე მოუაროს ნაჭრილობევს"- თქვეს ექიმებმა პრაიმტაიმთან.

შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში 21 მარტს მოხდა.

ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამაკაცმა მეუღლე და მისი არასრულწლოვანი ნათესავი დაჭრა.ბრალდებული უკვე დაკავებულია და ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მამაკაცს  ბრალი  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  11 პრიმა 19 119 მუხლით აქვს წაყენებული.