5600 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
1773128241
ბათუმის ბულვარის სანაპირო ზოლის უკანონო და უსახური ობიექტებისგან გათავისუფლების პროცესი აქტიურად გრძელდება.
ამ ეტაპზე სანაპირო ზოლზე განთავსებული უკანონო ღამის კლუბისა და სავაჭრო ობიექტების დემონტაჟი განხორციელდა.
აღნიშნულ ობიექტებს, საიჯარო ხელშეკრულებით განსაზღვრული სანებართვო ვადა ამოწურული ჰქონდათ და ტერიტორიაზე მათი ფუნქციონირება კანონდარღვევას წარმოადგენდა.
კანონით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, შესაბამისი ღონისძიებები გაატარა და უზრუნველყო შენობის გამოთავისუფლება. სადემონტაჟო სამუშაოები ბათუმის ბულვარის მობილურმა ჯგუფებმა განახორციელეს.
აღნიშნული პროცესი, მიზნად ისახავს სანაპირო ზოლის მოწესრიგებას და ახალი ტურისტული სეზონისთვის გაუმჯობესებული გარემოს შექმნას.
საპენსიო ფონდი ინფორმაციას ავრცელებს
1773086315