ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის - რა ელის კაცობრიობას
1752103172
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მურვანიძემ საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
აეროპორტის გზატკეცილზე დასრულების ეტაპზეა ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც 200 აღსაზრდელზეა გათვლილი.
უკვე აშენდა ორსართულიანი, ადაპტირებული შენობა.
პროექტის ფარგლებში ასევე კეთილმოეწყობა ბაღის ეზო, სადაც განთავსდება საბაღე სკამები და მოეწყობა განათების სისტემა.
სამუშაოების ღირებულება 4.5 მილიონ ლარს შეადგენს.
გარდა ამისა, მიმდინარეობს ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა ივანე მესხის პირველ ჩიხსა და ნიკომუშკელიშვილის ქუჩაზე.
სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება და ჯამში საბავშვო ბაღები 240 აღსაზრდელს მოემსახურება.
პარალელურად, ხორციელდება 3 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურად გარდაქმნის სამუშაოები.
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ კი მიმდინარეობს 6 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია.