„ეხება მომავალს 2028 წლამდე“ - გოგა მანიას მიმართვა
1779133530
ბათუმის ბულვარში, რეკრეაციულ ზონაში კიდევ ერთი კაფე-ბარის დემონტაჟი დასრულდა. ობიექტი ბოლო პერიოდში აღარ ფუნქციონირებდა და ხელშეკრულებით განსაზღვრული საიჯარო ვადა ამოწურული ჰქონდა.
სამუშაოები ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ტექნიკითა და ზედამხედველობით განხორციელდა. დემონტაჟის შემდეგ ტერიტორიას პირველადი იერსახე დაუბრუნდება.
უსახური და უნებართვო ობიექტების დემონტაჟის პროცესი ინტენსიურად გრძელდება, რაც მიზნად ისახავს ქალაქისა და ბულვარის იერსახის გაუმჯობესებას.
ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.