ბათუმის ბულვარში გამწვანებითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ბულვარი

ბათუმის ბულვარში საგაზაფხულო გამწვანებითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე, ძველი ბულვარის ტერიტორიაზე სეზონურად მოყვავილე ერთწლოვანი ყვავილების დარგვა ხორციელდება, რაც მწვანე სივრცეებს კიდევ უფრო მიმზიდველ და მრავალფეროვან იერს შესძენს. დარგვითი ღონისძიებების პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს ხე-მცენარეების მოვლითი სამუშაოებიც, კერძოდ: ნარგავების გასხვლა-ფორმირება, გაზონების გაცელვა, ნიადაგის გაფხვიერება, სარეველებისგან გასუფთავება და სხვა. გამწვანებითი ღონისძიებების ფარგლებში, განახლდება როგორც ძველი, ისე ახალი ბულვარის საყვავილე კლუმბების დიზაინი. პარალელურად, რეკრეაციულ სივრცეებში მრავალწლოვანი ხე-მცენარეები ირგვება, ხოლო მწვანე ზონები ახალი საფარით განახლდება.